ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის რომელ გუნდში ტრანსფერზე მუშაობდა ლევანდოვსკის აგენტი?

პრემიერ ლიგის რომელ გუნდში ტრანსფერზე მუშაობდა ლევანდოვსკის აგენტი?
თარიღი 18 სექ 2021, 11:36

რომელუ ლუკაკუ მილანის "ინტერიდან" ლონდონის "ჩელსიში" დაბრუნდა, თუმცა მის ადგილზე შესაძლოა ყოფილიყო მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი.

The Athletic-ს თუ დავუჯერებთ, ტრანსფერზე მუშაობდა პოლონელი ფორვარდის აგენტი, პინი ზაჰავი და "არისტოკრატებში" გადასვლის წინააღმდეგი არც თავად მოთამაშე იყო.

როგორც ვხედავთ, "რეკორდმაისტერის" ფორვარდის ტრანსფერი არ შედგა, რადგან "ლურჯებს" ოფიციალური წინადადებით გერმანელებისთვის საერთოდ არ მიუმართავთ.

ტომას ტუხელი თავიდანვე გადაერთო ბელგიელი შემტევის ტრანსფერზე, რომლის სანაცვლოდ "ნერაძურიმ" მიიღო 115 მილიონი ევრო, ბონუსების გათვალისწინებით.