ავტორიზაცია

ბარსელონა ატლეტიკოს მარცხენა მცველით დაინტერესდა

ბარსელონა ატლეტიკოს მარცხენა მცველით დაინტერესდა
თარიღი 18 სექ 2021, 11:50

"ატლეტიკოს" მცველმა, რენან ლოდიმ კარიერა შეიძლება სხვა კლუბში გააგრძელოს, წერენ ესპანურ პრესაში. გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის ბრაზილიელის ხელში ჩაგდება "ბარსელონას" უნდა.

როგორც აღინიშნება, კატალონიელები მადრიდელთა მარცხენა მცველს 32 წლის ხორდი ალბას შემცვლელად განიხილავენ. გასულ სეზონში ლოდიმ 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, "ატლეტიკოს" უკანახაზელის სატრანსფერო ფასი ამჟამად 25 მილიონ ევროს შეადგენს. აქვე დავამატებთ, მადრიდელები ბრაზილიელის გაშვების წინააღმდეგები არიან.

მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შესაძლოა შეასრულოს ანტუან გრიზმანის ფაქტორმა. როგორც ვიცით, ფრანგი კატალონიიდან "როხიბლანკოში" იჯარით დაბრუნდა.