ავტორიზაცია

"ბარსელონა თავისი პრობლემების გათვალისწინებითაც კი ნებისმიერი მეტოქისთვის სახიფათოა", - აგუერო

"ბარსელონა თავისი პრობლემების გათვალისწინებითაც კი ნებისმიერი მეტოქისთვის სახიფათოა", - აგუერო
თარიღი: 18 სექ 2021, 10:30

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ 2021/22 წლების სეზონში კატალონიური გრანდის პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.

"ბარსელონა" "ბარსელონაა", ამიტომაც ყველა ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები არ ვართ, მაგრამ მეტოქეები პატივს გვცემენ".

"ყოველ ჯერზე, როცა "ბარსას" წინააღმდეგ ვთამაშობდი, თუნდაც უმძიმეს მდგომარეობაში, ვამბობდით: "ეს "ბარსელონაა". შეიძლება, ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენგან ბევრს არ ელიან, მაგრამ მეტოქეები უნდა გვიფრთხილდნენ", - ციტირებს არგენტინელის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, 33 წლის სამხრეთამერიკელი "ბარსაში" 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.  როგორც ცნობილი გახდა, კატალონიურ გრანდში აგუეროს დებიუტი ტრავმის გამო ოქტომბრამდე არ შედგება.