ავტორიზაცია

გვარდიოლას ეფექტი - ბარსელონასა და ფატის მოლაპარაკებებში სიტი არ ჩაერევა

გვარდიოლას ეფექტი - ბარსელონასა და ფატის მოლაპარაკებებში სიტი არ ჩაერევა
თარიღი 17 სექ 2021, 22:52

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა "ბარსელონას" ახალგაზრდა თავდამსხმელის, ანსუ ფატის გადაბირებას არ აპირებს, წერენ ესპანურ პრესაში.

18 წლის ესპანელის აგენტს, ჟორჟე მენდეშს სურს კატალონიურ გრანდს გაუმჯობესებული პირობების მქონე ახალ კონტრაქტზე რაც შეიძლება მალე შეუთანხმდეს და "ბარსაზე" ზეწოლის მოხდენა ევროპულ ტოპ კლუბებთან კონტაქტით მოახდინოს, მათ შორის "სიტისთან".

თავის მხრივ, გვარდიოლამ "ქალაქელთა" ხელმძღვანელობას სთხოვა ფატის შესაძლო ტრანსფერი არც კი განიხილოს, რადგან არ უნდა თავის ყოფილ კლუბთან ურთიერთობა გაიფუჭოს, რომელსაც სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს.

როგორც აღინიშნება, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ესპანელი სპეციალისტის ჟესტი დააფასა და მენდეშის ქმედებებით უკმაყოფილო დარჩა.