"ბარსელონაში გადასვლის შესახებ ყოველთვის ვფიქრობდი", - აგუერო
"ბარსელონას" თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ განაცხადა, რომ კატალონიურ გრანდში გადასვლისას ფულზე არ უფიქრია.
"არიან ფეხბურთელები, რომლებიც მზად არიან "ბარსელონაში" გადასვლის გამო ფულზე უარი თქვან. როცა კლუბი ფინანსურ სიტუაციას გამოასწორებს და ტიტულებს მოიგებს, ვგონებ, ფეხბურთელებს დაასაჩუქრებს. "ბარსელონაში" ნებისმიერ სიტუაციაში გადმოვიდოდი".
"ჩემს აგენტს ვუთხარი, რომ ფული არ მაღელვებს და "ბარსელონაში" წასვლა მსურს. ყველას უნდა "ბარსაში" ყოფნა", - ციტირებს აგუეროს სიტყვებს Mundo Deportivo.
33 წლის არგენტინელი თავდამსხმელი "ბარსელონას" 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.აგუერო "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში 19-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ტრავმის გამო, მისი დებიუტი ოქტომბრამდე გადაიდო.