ავტორიზაცია

ბელგიური პრესა მიქაუტაძეზე: "ველით გოლების მანქანის გამოღვიძებას იუპილერ ლიგაშიც"

ბელგიური პრესა მიქაუტაძეზე: "ველით გოლების მანქანის გამოღვიძებას იუპილერ ლიგაშიც"
თარიღი 18 სექ 2021, 13:04

როგორც მოგეხსენებათ, "სერენის" თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის თასის გათამაშების ფარგლებში "ლოკერენს" ჰეტ-ტრიკი შეუსრულა. Lesoir-მა ქართველს უწოდა "გოლების მანქანა" და აღნიშნა, რომ ის იუპილერ ლიგაშიც გამოიღვიძებს.

"მიქაუტაძე სერენში დაბრუნდა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე, იმის გასაკეთებლად, რაც მას გამოსდის ყველაზე კარგად - გოლების გასატანად.

ლოკერენის კარში შესრულებული ჰეტ-ტრიკით, "გოლების მანქანამ" ბელგიის თასზე უკვე გამოიღვიძე, ახლა კი იგივეს უკვე იუპილერ ლიგაში ველით", - წერენ ბელგიელები.

შეგახსენებთ, რომ "მეცის" საკუთრებაში მყოფი ფორვარდი ლიეჟში განათხოვრების წესით მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს. როგორც გვახსოვს, ბელგიელთა 9-იანი გასულ სეზონში 24 მატჩში გატანილი 22 ბურთით პროქსიმუს ლიგის საუკეთესო გოლეადორი გახდა.

ჟორჟს იუპილერ ლიგაში გოლების ანგარიში ჯერ არ გაუხსნია და ამის შესაძლებლობა მას ექნება კვირას, 19 სექტემბერს, "როიალ ანტვერპენთან" გასვლით მატჩში, ჩვენი დროით 18:00 საათზე.