ავტორიზაცია

VIDEO: ასეთი რა უთხრა ჟოაო ფელიქსმა არბიტრს, რის გამოც დაუყონებლივ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო?

თარიღი 18 სექ 2021, 21:27

„ბილბაოსთან“ მატჩში ჟოაო ფელიქსმა რამდენიმე წამის მონაკვეთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია.

ესპანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, პორტუგალიელმა შემტევმა მატჩის მთავარ არბიტრს ხესუს ხილ მანსანოს ყვითელი ბარათის მიღებისთანავე შემდეგი სიტყვები უთხრა: „შენ გიჟი ხარ, ნამდვილი გიჟი!“ 

მსაჯმა ეს სიტყვები არ გაატარა და ფელიქსს მეორე ყვითელი ბარათი დაუყონებლივ უჩვენა.