ავტორიზაცია

VIDEO: სადებიუტო გოლი 92-ე წუთზე - აბურჯანიამ პორტუგალიაში გაიტანა

თარიღი 18 სექ 2021, 23:34

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-6 ტურში ბელენენშესა და ჟილ ვისენტეს მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.

სტუმართა შემადგენლობიდან მატჩის გადამრჩენელი გოლი 92-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ გაიტანა, რომელიც თამაშში 86-ე წუთზე ჩაერთო.

გიორგი აბურჯანია ჟილ ვისენტეს მიმდინარე წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში, გუნდში მხოლოდ 4 მატჩი ითამაშა, 26 წუთით. ეს პატარა დრო განპირობებულია მისი ტრავმის გამო, იგი ფორმაში ახლა შედის.

6 ტურის შემდეგ ჟილ ვისენტეს 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზეა.