ავტორიზაცია

ბიჭი, რომელმაც მარჯვენა ფეხი გენტს შესწირა! ბელგიელების უმადური მოპყრობა ქართველს

ბიჭი, რომელმაც მარჯვენა ფეხი გენტს შესწირა! ბელგიელების უმადური მოპყრობა ქართველს
თარიღი 18 სექ 2021, 00:18

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში ესტონური ფლორა ბელგიურ გენტთან 0-1 დამარცხდა.

აღნიშნულ მატჩში სტუმართა შემადგენლობაში სათადარიგოთა შორის იყო ქართველი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც მწვრთნელმა სათამაშო დრო საერთოდ არ მისცა.

საქართველოს ნაკრების 22 წლის ნახევარმცველი ცუდ მდგომარეობაშია, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია აგენტებმა მისი მომავლის შესახებ იზრუნონ და მინიმუმ ახალი გუნდი მოუძებნონ, სადაც სათამაშო დრო მიეცემა და მის ჯანმრთელობასაც ასევე მაღალი დონის სპეციალისტები მიხედავენ.

გიორგი ჩაკვეტაძე 2018 წლის შემოდგომაზე საუცხოო ფორმაში იყო. ამ პერიოდში 19 წლის ძალიან ბევრს თამაშობდა, როგორც ნაკრებში, ასევე კლუბშიც, რა მომენტში 2018 წლის დეკემბერში სენტ-ტრუიდენის ხელოვნურ მოედანზე მუხლის საბედისწერო ტრავმა მიიღო, რომელმაც მისი კარიერა სერიოზულად დააპაუზა.

ამის შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძე საოპერაციო იყო, ამას საქართველოს ნაკრების ექიმიც ეუბნებოდა, თუმცა გენტი ჯიუტად აგრძელებდა გიორგისთვის მარჯვენა მუხლზე სახვევის გაკეთებას და ქართველის ამ სტილში თამაშს. გიორგი ბრუნდებოდა, მაგრამ 2-3 მატჩში უკანვე ბრუნდებოდა ლაზარეთში. საბოლოოდ, 5 თვე 19 წლის შემტევი საოპერაციო მუხლით ავარჯიშეს, აწვალეს, ათამაშეს და მას კარიერის უმნიშვნელოვანესი პერიოდი დააკარგვინეს.

გიორგი ჩაკვეტაძემ მარჯვენა მუხლი გენტს შესწირა, ახლა კი ბელგიური კლუბი ძალიან უმადურად იქცევა, ისინი არ აძლევენ ფეხბურთელს დაბრუნების შემდეგ ფორმაში შესვლის საშუალებას. 

გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში გენტის მაისურით მხოლოდ 5-ჯერ ითამაშა და ისიც, 79 წუთით. ანუ, გამოდის, რომ საშუალოდ ქართველ ფეხბურთელს მოედანზე 15.8 წუთით უშვებენ!

გიორგი ჩაკვეტაძეს გენტთან მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლის ივნისის ჩათვლით აკავშირებს.