ავტორიზაცია

იგუაინი: "ერთ წელიწადში ფეხბურთისგან და სხვა ყველაფრისგან დავისვენებ"

იგუაინი: "ერთ წელიწადში ფეხბურთისგან და სხვა ყველაფრისგან დავისვენებ"
თარიღი 19 სექ 2021, 11:16

"ინტერ მაიამის" არგენტინელმა თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

"ინტერთან" კონტრაქტი ერთ წელიწადში მეწურება, რის შემდეგაც ფეხბურთისგან და სხვა ყველაფრისგან დავისვენებ", - ციტირებს სამხრეთამერიკელის სიტყვებს ESPN.

იგუაინი "ინტერ მაიამიში" 2020 წლის სექტემბრიდან ასპარეზობს. 33 წლის ფორვარდმა ამ დროის განმავლობაში 29 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი გააკეთა.

შეგახსენებთ, კარიერის მანძილზე "პიპიტას" ისეთი კლუბების ღირსება დაუცვია, როგორებიც "რივერ პლეიტი", "რეალი", "ნაპოლი", "იუვენტუსი", "მილანი" და "ჩელსია".

გარდა ამისა, იგუაინი 2009 წლიდან 2018 წლამდე არგენტინის ეროვნულ ნაკრებშიც ასპარეზობდა.

"გავიტანე 26 გოლი, მეტი რა უნდა მექნა?! ზაფხულში კი მოვიდნენ რონალდუ, კაკა და ბენზემა", - იგუაინი