ავტორიზაცია

"გავიტანე 26 გოლი, მეტი რა უნდა მექნა?! ზაფხულში კი მოვიდნენ რონალდუ, კაკა და ბენზემა", - იგუაინი

"გავიტანე 26 გოლი, მეტი რა უნდა მექნა?! ზაფხულში კი მოვიდნენ რონალდუ, კაკა და ბენზემა", - იგუაინი
თარიღი 18 სექ 2021, 14:30

"მაიამი ინტერის" თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა გაიხსენა მადრიდის "რეალში" გატარებული პერიოდი, როდესაც მის გუნდში სამი ახალი კონკურენტი მოვიდა:

"გავიტანე 26 გოლი, თითქოს მეტი რაღა უნდა მექნა, თუმცა ზაფხულში რეალმა მაინც იყიდა რონალდუ, კაკა და ბენზემა. ასეთი კონკურენცია იყო ჩვენს გუნდში იმ დროს.

ჩემი მთავარი კონკურენტი იყო ფრანგი თავდამსხმელი და სწორედ ამ მეტოქეობის ხარჯზე ერთმანეთის საუკეთესო ვერსიები ვაჩვენებთ. არავითარი მტრობა, მხოლოდ ჯანსაღი კონკურენცია.

ის არის საოცარი ფორვარდი და შეიძლება ითქვას, რომ შესაძლებლობების პიკამდე მიღწევაში სწორედ კარიმი დამეხმარა", - განაცხადა ვეტერანმა არგენტინელმა შემტევმა.

შეგახსენებთ, ფლორიდელთა ბომბარდირი "სამეფო კლუბში" თამაშობდა 2007-2013 წლებში და ამ დროის განმავლობაში მან 264 შეხვედრაში 121 გოლი გაიტანა. "ბლანკოსის" შემდეგ, სამხრეთ ამერიკელმა მოიარა "ნაპოლი", "იუვე", "მილანი", "ჩელსი" და ამერიკა.