"რონალდუს მანჩესტერში ყოფნა კავანის აუბედურებს", - ბერბატოვი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა, კრიშტიანუ რონალდუსა და ედინსონ კავანის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"რონალდუს მანჩესტერში ყოფნამ გუნდის შიდა ატმოსფეროზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს. ავიღოთ თუნდაც კავანი, რომელმაც გასულ სეზონში ძალიან კარგად ითამაშა.
ის იყო გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა, თუმცა პორტუგალიელი თავდამსხმელის მოსვლით, მან დაკარგა როგორც წამყვანი ფეხბურთელის სტატუსი, ისე შვიდი ნომერიც.
იმედი მაქვს, სოლსკიაერი შეძლებს ურუგვაელი ფორვარდისთვის საქმის გამონახვას, წინააღმდეგ შემთხვევაში იუნაიტედი მას დაკარგავს", - განაცხადა ბულგარელმა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის დაბრუნების შემდეგ, "წითელი ეშმაკების" შემტევი მოედანზე სულ რაღაც ერთხელ გამოჩნდა.