ავტორიზაცია

"ჩემს კლუბს მისი შეძენა უნდა და ვნახოთ, რა მოხდება", - იგუაინი მესის შესაძლო ტრანსფერზე

"ჩემს კლუბს მისი შეძენა უნდა და ვნახოთ, რა მოხდება", - იგუაინი მესის შესაძლო ტრანსფერზე
თარიღი 19 სექ 2021, 11:51

"ინტერ მაიამის" თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა განაცხადა, რომ მის კლუბს "პარი სენ ჟერმენის" ფორვარდის, ლიონელ მესის ხელში ჩაგდება უნდა.

"პრობლემები არ შემიქმნათ, მაიამიში ლეოს გადმოსვლის შესახებ არაფერი ვიცი. "პსჟ"-სთან ორ თუ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი".

"ჩვენს კლუბს მისი შეძენა უნდა. ვნახოთ, რა მოხდება", - ციტირებს 33 წლის არგენტინელი თავდამსხმელის სიტყვებს ESPN.

შეგახსენებთ, 2021 წლის ზაფხულში 34 წლის მესი "პსჟ"-ში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. 2000 წლიდან ლეო "ბარსელონას" რიგებში ირიცხებოდა.

თავის მხრივ, იგუაინი "ინტერ მაიამიში" 2020 წლის სექტემბრიდან ასპარეზობს. 33 წლის ფორვარდმა ამ დროის განმავლობაში 29 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი გააკეთა.