ავტორიზაცია

რაიოლა: "დონარუმას მილანისთვის არ უღალატია და ვწუხვარ, რომ კლუბი ასე მოექცა"

რაიოლა: "დონარუმას მილანისთვის არ უღალატია და ვწუხვარ, რომ კლუბი ასე მოექცა"
თარიღი 19 სექ 2021, 11:58

"პსჟ"-ს გოლკიპერის, ჯანლუიჯი დონარუმას აგენტმა, მინო რაიოლამ ფეხბურთელის "მილანიდან" წასვლაზე განცხადება გააკეთა.

"ვწუხვარ, რომ "მილანი" დონარუმას ასე მოექცა. კლუბიდან მისი წასვლა ღალატი არ არის, მან მთელი ცხოვრების არჩევანი გააკეთა", - ციტირებს რაიოლას სიტყვებს Calciomercato.

"იყო თუ არა "იუვენტუსში" გადასვლასთან ახლოს? შეეძლო იქ ოთხი წლის წინ გადასულიყო, მაგრამ ეს არ გააკეთა. ვფიქრობ, "იუვეში" დღემდე ნანობენ იმას, რომ ჯანლუიჯი არ დაიმატეს. და არა მხოლოდ "იუვენტუსში", - დასძინა აგენტმა.

დონარუმა "მილანის" ღირსებას 2014 წლიდან 2021 წლამდე იცავდა, ივლისის თვეში მან კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

შეგახსენებთ, სეზონის დაწყების წინ, 22 წლის იტალიელმა მეკარემ "პსჟ"-სთან 2026 წლის ივნისის ბოლომდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა.