ავტორიზაცია

"ახლა მეტი დრამა, ინტრიგა და შოუა", - ვალვერდე იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა ფეხბურთი

"ახლა მეტი დრამა, ინტრიგა და შოუა", - ვალვერდე იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა ფეხბურთი
თარიღი 19 სექ 2021, 12:20

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ შეიცვალა ფეხბურთი.

"ახლა ფეხბურთში მეტი დრამა, ინტრიგა და შოუა. ვიღაცას ათავისუფლებენ, ვიღაცას უსტვენენ... პრობლემა იმაშია, რომ ყველამ ზედმეტად ბევრი იცის. თქვენ ყველამ "იცით" ისეთი რაღაცები, რაც სიმართლე არ არის".

"როცა სეზონის ბოლო დგება, ყველაფერი წყდება. მაგრამ შემდეგ... დაივიწყეთ ეს, დადექით მიწაზე და ახალი სეზონი დაიწყება. ხვალ მზე ამოვა. ახალი სეზონი, იმედი, შთაგონება და ყველაფერი ასეთი", - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს The Guardian.

შეგახსენებთ, 57 წლის ესპანელი სპეციალისტი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" სათავეში 2017 წლიდან 2020 წლამდე ედგა.

მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში "ბარსელონა" სამი ტურის შემდეგ 7 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.