რაიოლა: "კეილორ ნავასი? ეჭვგარეშეა, პსჟ-ს ტიტულოვანი მეკარე დონარუმა იქნება"
"პარი სენ ჟერმენის" გოლკიპერის, ჯანლუიჯი დონარუმას აგენტი, მინო რაიოლა დარწმუნებულია, რომ პარიზული გუნდის პირველი ნომერი მისი კლიენტი გახდება.
"კეილორ ნავასი? ეჭვგარეშეა, "პსჟ"-ს ტიტულოვანი მეკარე დონარუმა იქნება", - ციტირებს რაიოლას სიტყვებს Calciomercato.
შეგახსენებთ, 22 წლის იტალიელი გოლკიპერი 2014 წლიდან 2021 წლამდე "მილანის" ღირსებას იცავდა, ივლისში კი კლუბი დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.
2021/22 წლების სეზონის დაწყების წინ, დონარუმა უფასოდ "პსჟ"-ში ჩაირიცხა და კლუბთან 2026 წლის ივნისის ბოლომდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა.
თავის მხრივ, კეილორ ნავასი პარიზული კლუბის ღირსებას 2019 წლიდან იცავს, გუნდს 34 წლის კოსტარიკელი მადრიდის "რეალიდან" შეუერთდა.