ავტორიზაცია

ზამთრისთვის ბარსელონას მთავარი სატრანსფერო სამიზნე რაჰიმ სტერლინგი იქნება

ზამთრისთვის ბარსელონას მთავარი სატრანსფერო სამიზნე რაჰიმ სტერლინგი იქნება
თარიღი 19 Sep 2021, 13:28

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, რაჰიმ სტერლინგმა კარიერა შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Sport.es იტყობინება, 26 წლის ინგლისელი შემტევის ხელში ჩაგდება კატალონიის "ბარსელონას" სურს.

გავრცელებული ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი სამიზნე სწორედ "ქალაქელთა" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იქნება.

აღინიშნება, რომ "ბარსელონას" ხელმძღვანელობა გასულ ზაფხულს სტერლინგის იჯარით დამატებას ცდილობდა.

2021/22 წლების სეზონში "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ერთად 7 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.