ავტორიზაცია

რაიოლა: "სეზონის დასრულების შემდეგ დე ლიგტმა შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს"

რაიოლა: "სეზონის დასრულების შემდეგ დე ლიგტმა შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს"
თარიღი 19 სექ 2021, 13:41

"იუვენტუსის" მცველის, მატეის დე ლიგტის აგენტმა, მინო რაიოლამ ტურინულ გრანდში ფეხბურთელის მდგომარეობის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა.

"დე ლიგტი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა "იუვენტუსი" დატოვოს. სატრანსფერო ფანჯარა ზოგჯერ ასე მუშაობს", - ციტირებს რაიოლას სიტყვებს Tuttosport.

შეგახსენებთ, 22 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი "ბებერი ქალბატონის" რიგებში 2019 წლის ზაფხულში ამსტერდამის "აიაქსიდან" ჩაირიცხა.

გასულ სეზონში დე ლიგტმა "იუვენტუსის" მაისურით 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა, ერთი ასისტი გააკეთა და 7 ყვითელი ბარათიც მიიღო.

ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა მატეისს ტურინულ გრანდთან 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.