კეროლი: "ჩემი შვილები ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ მანჩესტერ სიტიში ან ბარსელონაში ვითამაშებ"
ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, ენდი კეროლის თქმით, უკლუბოდ არა ვარიანტების არქონის გამო, არამედ იმის გამო რჩება, რომ სათამაშო ფორმის შენარჩუნება უჭირს.
შეგახსენებთ, 32 წლის ინგლისელმა ფორვარდმა გასულ ზაფხულს "ნიუკასლის" რიგები დატოვა.
"ჩემი შვილები ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ "მანჩესტერ სიტისთან" ან "ბარსელონასთან" ვაპირებ კონტრაქტის გაფორმებს, იმას, რაც ყველა ჩვენგანმა იცის, არ მოხდება. მაგრამ მაინც მიბიძგებენ კლუბის ძიებისკენ და ეს არის ის, რითაც მსურს რომ დავკავდე. მინდა ჩემი ოჯახის წინაშე ვითამაშო და მატჩები მოვიგო".
"ჩემი დრაივი და ვნება არსად არ გამქრალა. ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი ჰობისთვის კარგად მიხდიან. ეს ცხოვრებისთვის რომ არ გამეკეთებინა, მეგობრებთან ერთად ვითამაშებდი".
"ჩემმა ქალიშვილმა ახლახანს დაიწყო სკოლაში სიარული და გადასვლა არ მინდა. როცა ბოლო ორი წელიწადი ნიუკასლში ვიყავი, ბავშვები მხოლოდ შაბათ-კვირას და სკოლის არდადეგების პერიოდში მოდიოდნენ. და ეს არის ის, რისი გამეორებაც ნამდვილად არ მინდა. ამიტომაც, როცა თურქეთიდან ან ევროპის სხვა კუთხეებიდან მირეკავენ... არ ვიცი, სად აღმოვჩნდები".
"იდეალურ შემთხვევაში ჩემს სახლთან ახლოს მდებარე კლუბში ჩავირიცხებოდი, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში სიამოვნებით ვიმოგზაურებდი", - ციტირებს კეროლის სიტყვებს The Athletic.