ავტორიზაცია

მოულოდნელი არჩევანი და უარი ინგლისზე — ჰადსონ-ოდოი საფეხბურთო მოქალაქეობას იცვლის?

მოულოდნელი არჩევანი და უარი ინგლისზე — ჰადსონ-ოდოი საფეხბურთო მოქალაქეობას იცვლის?
თარიღი 19 სექ 2021, 14:21

"ჩელსის" ნახევარმცველმა, კალუმ ჰადსონ-ოდოიმ შესაძლოა საფეხბურთო მოქალაქეობა შეიცვალოს, იტყობინება Daily Mail.

ცნობილი ბრიტანული გამოცემის თანახმად, 20 წლის ფეხბურთელს ორმაგი მოქალაქეობა აქვს - ინგლისისა და განის - ფიფას წესების თანახმად, მას ნაკრების შეცვლის უფლება აქვს, რადგან ტურნირების ფინალურ მატჩებში ინგლისის ღირსება არ დაუცვია, 21 წლამდე კი პირველ გუნდში მხოლოდ სამი მატჩი აქვს ჩატარებული.

აღსანიშნავია, რომ აქამდე, ჰადსონ-ოდოიმ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით გასამართი შეხვედრებისთვის ინგლისის ნაკრებში გამოძახება იუარა.

არადა, ოდოის ინგლისის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უასპარეზია. გასულ სეზონში მან "ჩელსის" მაისურით 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.