ავტორიზაცია

ტუხელი: "გამიხარდა, რომ კეინი მანჩესტერ სიტიში არ გადავიდა და ტოტენჰემში დარჩა"

ტუხელი: "გამიხარდა, რომ კეინი მანჩესტერ სიტიში არ გადავიდა და ტოტენჰემში დარჩა"
თარიღი 19 სექ 2021, 14:42

"ჩელსის" მთავარი მწვრთნელის, ტომას ტუხელის განცხადებით, გახარებულია იმით, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ტოტენჰემის" ფორვარდმა, ჰარი კეინმა კლუბი არ დატოვა.

"მეგონა "მანჩესტერ სიტიში" გადავიდოდა. შეშინებული არ ვიყავი, მაგრამ ეს რომ მომხდარიყო, ჩემთვის საინტერესო იქნებოდა იმის ხილვა, როგორ შეიცვლებოდა "სიტის" თამაში", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.com.

"არავისი არ გვეშინია. ნებისმიერ მეტოქეს მივიღებთ, "სიტისაც" და "ლივერპულსაც". ძლიერი გუნდები არიან, მათთან დაპირისპირება მინდა. ნორმალურია, რომ საუკეთესო ფეხბურთელებისთვის იბრძვიან".

"სხვა მხრივ, კეინის დარჩენით გახარებული ვარ, არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც მხოლოდ ერთ კლუბში თამაშობენ. ჰარი ისე ასოცირდება თავის გუნდთან, როგორც მესი "ბარსელონასთან", ახლა კი რთულია იმის გაცნობიერება, რომ ის სხვა ადგილას თამაშობს. ასე იქნება კეინის შემთხვევაშიც, თუ კლუბს შეიცვლის", - დასძინა ტუხელმა.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურად იწერებოდა, რომ 28 წლის კეინი "მანჩესტერ სიტიში" გადასვლასთან იყო ახლოს.

გვარდიოლა: "დიახ, კეინით ვიყავით დაინტერესებულები, თუმცა ტოტენჰემმა ის არ გაუშვა"