გვარდიოლა: "დიახ, კეინით ვიყავით დაინტერესებულები, თუმცა ტოტენჰემმა ის არ გაუშვა"
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ლონდონის "ტოტენჰემის" ლიდერის, ჰარი კეინის ჩაშლილი ტრანსფერის შესახებ განცხადება გააკეთა:
"კეინი არის არა მან სიტის, არამედ ტოტენჰემის ფეხბურთელი. მათ არ სურთად მოლაპარაკებების გამართვა? მაშინ მის ტრანსფერის მიმართებაში ყველაფერი დასრულებულია.
ინგლისელი თავდამსხმელის თავის შემადგენლობაში ხილვას ისურვებდა არაერთი გუნდი და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ, თუმცა ლონდონელებმა ყველაფერი გაართულეს".
შეგახსენებთ, "ქალაქელებში" გადასვლის სურვილი ღიად არაერთხელ დააფიქსირა თავად "ჰოტსპურის" ფორვარდმაც, რომელმაც პროტესტის ნიშნად თავისი გუნდის ვარჯიშებიც კი გამოტოვა.
"ლურჯებმა" გაიფორმეს ჯეკ გრილიში, რომლის ტრანსფერი კლუბს დაახლოებით 117 მილიონი ევრო დაუჯდა. რაც შეეხება კეინს, ის კვლავ "ტოტენჰემში" დარჩა.