ავტორიზაცია

"გვარდიოლასთვის იდეალური გუნდი იქნებოდა", - ენრიკემ თანამემამულეს ახალი სამსახური შესთავაზა

"გვარდიოლასთვის იდეალური გუნდი იქნებოდა", - ენრიკემ თანამემამულეს ახალი სამსახური შესთავაზა
თარიღი 08 Sep 2021, 12:21

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ხოსეპ გვარდიოლას შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა. "ფურია როხას" სპეციალისტმა თანამემამულეს ახალი სამსახური ურჩია:

"დიდი სიამოვნებით ვიხილავდი გვარდიოლას ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე. ჩემი აზრით, ის ჩვენს ეროვნულ გუნდს უბრალოდ იდეალურად მოუხდებოდა.

"ფურია როხას" სწორედ პეპის სტილის სპეციალისტის იდეები სჭირდება. იმედი მაქვს, მან სიტის შემდეგ, ის სწორედ აქ მოვა", - განაცხადა "წითლების" დამრიგებელმა.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელი ტაქტიკოსის ამჟამინდელი ხელშეკრულება მანჩესტერულ კლუბთან 2023 წლის 30 ივნისამდე არის გათვლილი. თავად "ქალაქელთა" მწვრთნელი სამომავლო გეგმებზე არ საუბრობს.

აქვე დავამატებთ, რომ ესპანელმა სპეციალისტმა "ლურჯებთან" ერთად უკვე მოასწრო პრემიერ ლიგის სამჯერ მოგება, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფი შეუსრულებელ მისიად რჩება.