მენოტი: "გვარდიოლასა და ენრიკეს შემდეგ, ნამდვილი ბარსელონა გაქრა"
"ბარსელონას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის სესარ მენოტიმ, ლიონელ მესის მშობლიური კლუბიდან წასვლის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"ბარსელონას დააკლდება მესი, მის გარეშე მათ ძალიან გაუჭირდებათ. ამის მიუხედავად, კატალონიური გუნდი ანგარიშგასაწევ ძალად უნდა დარჩეს, ეს მათი ვალდებულებაა.
ლეოს გარეშე, ლა ლიგა მოსაწყენი გახდება, ისევე როგორც ბლაუგრანა. წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც გვარდიოლას და ენრიკეს მწვრთნელობით ეს გუნდი საოცარ ფეხბურთს თამაშობდა.
მათი წასვლის შემდეგ, ლურჯ-ბროწეულისფრები მხოლოდ არგენტინელი თავდამსხმელის გადარჩენის იმედზე რჩებოდნენ", - განაცხადა "ალბისელესტეს" ექს-სპეციალისტმა.