ავტორიზაცია

სიტი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფორვარდის დამატებაზე იმუშავებს

სიტი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფორვარდის დამატებაზე იმუშავებს
თარიღი 08 Sep 2021, 12:41

"მანჩესტერ სიტი" "ფიორენტინას" თავდამსხმელ დუშან ვლაჰოვიჩისთვის ბრძოლაში ჩაერთო, იტყობინება TGR RAI Toscana-ს ჟურნალისტი, სარა მეინი.

21 წლის სერბისთვის "ტოტენჰემი" და "ატლეტიკოც" იბრძვიან. მადრიდული გრანდი მზადაა 70 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ამავდროულად, "იები" ცდილობენ ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე დაითანხმონ. ფლორენციელები სერსბ 3-წლიან კონტრაქტსა და წლიურად 3 მილიონ ევროიან ხელფასს სთავაზობენ, რომელიც ბონუსების გათვალისწინებით შესაძლოა 4 მილიონამდე გაიზარდოს.

გასულ სეზონში ვლაჰოვიჩმა "ფიორენტინას" რიგებში სერია ა-ში 37 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი გააკეთა.