ავტორიზაცია

"ვნახოთ, რას მოინდომებს მომავალ ზაფხულს", - რაიოლა იბრაჰიმოვიჩის მომავალზე ალაპარაკდა

"ვნახოთ, რას მოინდომებს მომავალ ზაფხულს", - რაიოლა იბრაჰიმოვიჩის მომავალზე ალაპარაკდა
თარიღი 19 სექ 2021, 14:48

"მილანის" თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა, მინო რაიოლამ შვედი სუპერვარსკვლავის მომავალზე ისაუბრა.

"ვნახოთ, რას მოინდომებს ზლატანი მომავალ ზაფხულს. ყოველთვის იღებს გადაწყვეტილებებს წლიდან წლამდე, ასე რომ საჩქარო არაფერია", - ციტირებს რაიოლას სიტყვებს ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

"რა თქმა უნდა, იმ დღეს, როცა იბრაჰიმოვიჩი იგრძნობს, რომ გუნდის წამყვანი ფეხბურთელი აღარ არის, კარიერას დაასრულებს და კლუბის დირექტორის რანგში ცხოვრების ახალ ეტაპს დაიწყებს", - დასძინა აგენტმა.

მოგეხსენებათ, იბრაჰიმოვიჩი "როსონერიში" 2020 წლის იანვრიდან ირიცხება. მიმდინარე სეზონში 39 წლის შვედმა ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.

ამ დროისთვის, ზლატანი, რომელსაც "მილანთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ივნისის ბოლომდე აკავშირებს, ტრავმირებულია და აღდგენით პროცესებს გადის.