გვარდიოლა: "ის წარმატება, რომელსაც სიტიმ ბოლო წლებში მიაღწია, სტერლინგის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა"
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ "ქალაქელთა" თავდამსხმელის, რაჰიმ სტერლინგის მნიშვნელობა შეაფასა.
"იცით, რამდენი წარმოუდგენლად წარმატებული მომენტი გვქონდა ბოლო რამდენიმე სეზონის მანძილზე? ეს რაჰიმის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს "ქალაქელთა" ოფიციალური საიტი.
"სტერლინგი ძალიან მაღალ დონეს აჩვენებს. დარწმუნებული ვარ, ძველ მაჩვენებლებს დაუბრუნდება, ამას ვეუბნები. მჯერა, ბრწყინვალე სეზონს ჩაატარებს", - დასძინა გვარდიოლამ.
2021/22 წლების სეზონში სტერლინგმა "სიტის" მაისურით 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ერთი გატანილი ბურთით გამოიჩინა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის ინგლისელი შემტევის ხელში ჩაგდება "ბარსელონას" უნდა, რომელიც ამის გაკეთებას ზამთარში ეცდება.