ავტორიზაცია

გოლების მანქანა — ლევანდოვსკიმ გერმანიის ჩემპიონატში მორიგი რეკორდი დაამყარა

გოლების მანქანა — ლევანდოვსკიმ გერმანიის ჩემპიონატში მორიგი რეკორდი დაამყარა
თარიღი 19 სექ 2021, 16:58

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ გერმანიის ჩემპიონატის მე-5 ტურში "ბოხუმთან" (7:0) მოგებულ მატჩში მორიგი გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ 33 წლის პოლონელი ფორვარდი უკვე ზედიზედ მე-13 საშინაო შეხვედრაა მოედანს გოლის გარეშე არ ტოვებს, რაც ახალი რეკორდია.

ასე და ამგვარად, ლევანდოვსკიმ გერდ მიულერისა და იუპ ჰაინკესის მიღწევა გააუმჯობესა, რომლებიც შინაურ კედლებში ზედიზედ 12 მატჩი ახერხებდნენ მეტოქეთა კარის აღებას.

შეგახსენებთ, რობერტი "რეკორდმაისტერის" ღირსებას 2014 წლიდან იცავს და მოქმედი კონტრაქტის ვადა კლუბთან 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

Transfermarkt-ის ვერსიით, ლევანდოვსკის სატრანსფერო ფასი ამჟამად 60 მილიონ ევროს შეადგენს.