ავტორიზაცია

ბეილი კვლავ ტრავმირებულია — შეძლებს თუ არა უელსელი 2021 წელს რეალის დახმარებას?

ბეილი კვლავ ტრავმირებულია — შეძლებს თუ არა უელსელი 2021 წელს რეალის დახმარებას?
თარიღი 19 სექ 2021, 17:08

"რეალის" თავდამსხმელი, გარეტ ბეილი გუნდს ესპანეთის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება, იტყობინება COPE-ს ჟურნალისტი, მიგელ ანხელ დიასი.

გავრცელებული ინფორმაციით, უელსელს მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული და აღდგენითი პროცესები 8-დან 10 კვირამდე გასტანს.

როგორც ვარაუდობენ, 32 წლის სუპერვარსკვლავი "სამეფო კლუბის" დახმარებას ნოემბრის თვემდე ვერ მოახერხებს.

მიმდინარე სეზონში ბეილმა, რომელიც "ტოტენჰემში" იჯარით გატარებული ერთი წლის შემდეგ მადრიდში დაბრუნდა, ლა ლიგაში 3 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა გარეტს "რეალთან" მომავალი წლის ზაფხულში ეწურება.