ავტორიზაცია

"ვუთხარი, რომ მაისურს მისი და მერჩივნა", - მატერაციმ 2006 წლის მუნდიალის ფინალში ზიდანთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა

"ვუთხარი, რომ მაისურს მისი და მერჩივნა", - მატერაციმ 2006 წლის მუნდიალის ფინალში ზიდანთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა
თარიღი 19 სექ 2021, 17:15

იტალიის ეროვნული ნაკრების ექს-მცველმა, მარკო მატერაციმ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ფრანგ ზინედინ ზიდანთან მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა.

"იმ მატჩში მაისურზე მოვქაჩე. მითხრა, რომ მზად იყო ის მაისური შეხვედრის შემდეგ მოეცა ჩემთვის, თუ ესე მჭირდებოდა. ამაზე ვუპასუხე, შენი და მირჩევნია-თქო".

"მაშინ ყველაზე მეტად იმან გამაბრაზა, რომ ზიდანს მთელმა საფრანგეთმა დაუჭირა მხარი, იტალიელებმა კი მე ამ საქციელის გამო განმსაჯეს. მათ იმ მიწისთვის უნდა ეკოცნათ, რომელზეც დავდიოდი", - თქვა ვეტერანმა იტალიელმა.

2006 წლის მუნდიალის ფინალში, რომელიც 9 ივლისს შედგა, ზიდანსა და მატერაცის შორის კონფლიქტი მოხდა. იტალიელმა ფრანგი პროვოკაციაზე წამოაგო, რომელმაც მას მკერდში თავი უთავაზა და მოედნიდან გააძევეს.

შეხვედრა "სკუადრა აძურას" გამარჯვებით დასრულდა - 1:1, 5:3 პენალტების სერიაში. ეს მატჩი ზიდანისთვის კარიერაში უკანასკნელი აღმოჩნდა. საფრანგეთის ნაკრების რიგებში იგი მსოფლიო ჩემპიონი (1998) და ევროპის ჩემპიონი (2000) გახდა.