ავტორიზაცია

"ამ ორ გუნდში დანიშვნა გაცილებით ცუდი იქნებოდა", - მატერაცი მოურინიოს რომაში მისვლას ეხმაურება

"ამ ორ გუნდში დანიშვნა გაცილებით ცუდი იქნებოდა", - მატერაცი მოურინიოს რომაში მისვლას ეხმაურება
თარიღი 05 მაი 2021, 15:41

„ინტერის“ და იტალიის ნაკრების ექს-მცველმა, მარკო მატერაციმ, „რომაში“ ჟოზე მოურინიოს დანიშვნაზე ისაუბრა.

პორტუგალიელი სპეციალისტი დედაქალაქურ გუნდს ახალი სეზონიდან ჩაიბარებს.

„მისი „იუვენტუსში“ დანიშვნა ძალიან გამაკვირვებდა. „ინტერის“ ფანებისთვის ბევრად უარესი იქნებოდა, „მილანში“ ან „იუვეში“ რომ წასულიყო.

მან „ინტერისთვის“ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, ასე რომ გულშემატკივრებმა უნდა გაუგონ. ჟოზე თავის სტატუსს რამდენიმე წელია აღარ შეესაბამება, ამიტომ ახლა მისთვის ბევრი რამ წყდება.

რა თქმა უნდა, ეს მონაკვეთი არ ამბობს იმას, რომ მოურინიო ცუდი მწვრთნელია, თუმცა მას თავისი ღირებულების დამტკიცება ახლიდან მოუწევს.“ - აღნიშნა მატერაციმ.

მოურინიო „ინტერში“ 2007-2009 წლებში მუშაობდა და გუნდს სერია ა (2), ჩემპიონთა ლიგა და თასი მოაგებინა.
 

ცნობილი გახდა, თუ რა თანხას გამოიმუშავებს მოურინიო ახალ გუნდში ხელფასის სახით

"რომასთან დაიწყო და რომათი ამთავრებს", - ვასილი უტკინის ორიგინალური კომენტარი ჟოზე მოურინიოს ახალ გუნდზე