ავტორიზაცია

"რომასთან დაიწყო და რომათი ამთავრებს", - ვასილი უტკინის ორიგინალური კომენტარი ჟოზე მოურინიოს ახალ გუნდზე

"რომასთან დაიწყო და რომათი ამთავრებს", - ვასილი უტკინის ორიგინალური კომენტარი ჟოზე მოურინიოს ახალ გუნდზე
თარიღი 04 მაი 2021, 18:05

ცნობილი რუსი ჟურნალისტი და ყოფილი კომენტატორი, ვასილი უტკინი, „რომაში“ ჟოზე მოურინიოს დანიშვნას გამოეხმაურა.

პორტუგალიელი სპეციალისტი იტალიის დედაქალაქურ გუნდს ახალი სეზონიდან ჩაიბარებს, მან გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„ძალიან ლოგიკური გადაწყვეტილებაა მოურინიოსგან. ის ტოპ-ლიგებში კარიერას რომასთან ერთად იწყებდა (უტკინი აბრამოვიჩს გულისხმობს, „ჩელსის“ მფლობელს) და „რომათიც“ დაასრულებს.“ - წერს უტკინი თავის ტელეგრამ-არხზე.

ბოლო ორი წელია, „რომას" ასევე პორტუგალიელი პაულუ ფონსეკა წვრთნის, რომელიც გუნდს სეზონის ბოლოს ოფიციალურად დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელ მწვრთნელს იტალიაში მუშაობის კარგი გამოცდილება უმაგრებს ზურგს - 2007-2009 წლებში ის „ინტერში" მუშაობდა და გუნდთან ერთად უდიდეს წარმატებებს მიაღწია, ისეთებს, როგორიცაა - სერია ა-ს მოგება (2-ჯერ) და ჩემპიონთა ლიგის თასის აწევაც.

 

ოფიციალურად: ახალი სეზონიდან, ჟოზე მოურინიო იტალიურ გრანდს ჩაიბარებს

"ჩვენი ამბიციები დაემთხვა", - ჟოზე მოურინიოს პირველი კომენტარი ახალ გუნდში დანიშვნის შემდეგ