ავტორიზაცია

VIDEO: ერლინგ ჰოლანდმა დორტმუნდს უხვგოლიან შეხვედრაში დუბლით მოაგებინა

თარიღი 19 სექ 2021, 22:25

ბუნდესლიგის მე-5 ტურში დორტმუნდის „ბორუსიამ“ შინ „უნიონ ბერლინი“ უხვგოლიან მატჩში დაამარცხა.

შეხვედრა „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა.

„ფუტკრები“ 3:0-ს იგებდნენ, თუმცა საქმე გაირთულეს და დედაქალაქელებს მატჩში დაბრუნების საშუალება მისცეს - ანგარიში 3:2 გახდა.

83-ე წუთზე ერლინგ ჰოლანდმა ამ შეხვედრაში თავისი მეორე გოლი გაიტანა და ინტრიგაც დაასამარა.

„დორტმუნდმა“ 12 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა, „უნიონი“ კი 6 ქულით მერვე პოზიციაზეა.