მამარდაშვილმა რეალთან მატჩში რეკორდი დაამყარა

ლა ლიგის მე-5 ტურში მადრიდის "რეალი" სტუმრად "ვალენსიას" დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა.
ძირითად შემადგენლობაში იყო ღამურების ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი.
მამარდაშვილს სერიოზული ბურთები არ აუღია, თუმცა 8 სეივი გააკეთა და რეკორდი დაამყარა.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ერთ მატჩში 8 ბურთი ჯერ არავის აუღია.
სამწუხაროდ, მამარდაშვილმა ბოლო წუთზე შეცდომა დაუშვა და ბენზემამ ამის შედეგად გაიტანა.
5 ტურის შემდეგ, მამარდაშვილს 4 გოლი აქვს გაშვებული, "ვალენსია" კი მეორე ადგილზეა.