VIDEO: ასეთებს მიჩვეული არ არის - გაკვირვებულმა მესიმ ცვლილების შემდეგ პოჩეტინოს ხელი არ ჩამოართვა
„ლიონთან“ მატჩში ლეო მესიმ მოედანი 76-ე წუთზე დატოვა.
არგენტინელმა „პსჟ-ში“ მეოთხე ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, თუმცა გოლით ან საგოლე პასით თავი ჯერაც არ გამოუჩენია.
მაურისიო პოჩეტინოს მიერ მისი გაყვანის გადაწყვეტილება თავად მესისთვისაც უცნაური აღმოჩნდა და ეს უკმაყოფილება მან სახალხოდ ვერ დამალა.