ფოტოები: ლეო მესის უცნაური რეაქცია იკარდის მიერ ბოლო წუთზე გატანილ გოლზე
ლეო მესის კარიერის სტარტი „პსჟ-ში“ არ გამოდის ისეთი, როგორზეც ბევრი იოცნებებდა.
გუშინ, „ლიონთან“ მატჩში მაურისიო პოჩეტინომ ის მოედნიდან 76-ე წუთზე გაიყვანა და არგენტინელი ფეხბურთელის უკმაყოფილებამ არ დააყოვნა.
VIDEO: ასეთებს მიჩვეული არ არის - გაკვირვებულმა მესიმ ცვლილების შემდეგ პოჩეტინოს ხელი არ ჩამოართვა
თუმცა, ჟურნალისტების და გულშემატკივრების ყურადღება იმანაც მიიქცია, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა ლეო მესის მისივე გუნდის მიერ ბოლო წუთზე გამარჯვების გოლის გატანაზე.
მესი სათადარიგოთა სკამზე ანდერ ერერას და ლეანდრო პარედესის გარემოცვაში იჯდა და ეს ორი მაურო იკარდის გოლზე ფეხზე წამოდგა და გამარჯვება ტაშით აღნიშნა, ლეო კი სკამიდანაც არ წამომდგარა, რამაც მისივე თანაგუნდელის, ანდერ ერერას გაკვირვება გამოიწვია.
ბუნებრივია, ეს უყურადღებოდ არც ქომაგებმა დატოვეს და სოციალური ქსელები გადაჭრელებულია მსგავსი ტიპის კომენტარებით:
„ეს არ არის მისი სახლი და მან ეს ძალიან კარგად იცის.“