ავტორიზაცია

კარვახალის პრობლემები გრძელდება - ერთი ცუდი და ერთი კარგი ამბავი მადრიდის რეალისთვის

კარვახალის პრობლემები გრძელდება - ერთი ცუდი და ერთი კარგი ამბავი მადრიდის რეალისთვის
თარიღი 20 სექ 2021, 16:03

მადრიდის „რეალის“ მარჯვენა მცველის ჯანმრთელობის პრობლემები გრძელდება.

ესპანელმა ფეხბურთელმა დანი კარვახალმა გასულ სეზონში ტრავმების გამო მხოლოდ და მხოლოდ 15 მატჩის ჩატარება მოახერხა. მისი დაბრუნება ახალი ტრავმით იცვლებოდა, რის გამოც დანის ამ სეზონის სტარტის გამოტოვებაც მოუწია.

კარვახალი „რეალს“ რამდენიმე მატჩის წინ დაუბრუნდა, გუშინ „ვალენსიასთან“ შეხვედრაში კი მორიგი ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება ჯერ კიდევ პირველი ნახევარის ბოლომდე მოუწია, მის ნაცვლად თამაშში ლუკას ვასკესი ჩაერთო.

COPE-ს ინფორმაციით, კარვახალს სამედიცინო გამოკვლევები დღეს ჩაუტარდება, მაგრამ ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ის მინიმუმ ორ კვირას გამოტოვებს.

თუმცა, „რეალის“ რიგებიდან კარგი ამბაბიც მოვიდა - ბურთით ვარჯიში განაახლა ტონი კროოსმა, რომელსაც ტრავმის გამო ამ სეზონში ჯერ ოფიციალურ შეხვედრაში არ უთამაშია.

გერმანელი ფეხბურთელის სავარაუდო დაბრუნების თარიღიც ცნობილია: მას საფეხბურთო მოედანზე გასვლა ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ სურს.