ავტორიზაცია

ფოტო: კრიშტიანუ რონალდუმ დე ხეას ანიშნა, თუ სად დაარტყამდა პენალტს ნოუბლი

ფოტო: კრიშტიანუ რონალდუმ დე ხეას ანიშნა, თუ სად დაარტყამდა პენალტს ნოუბლი
თარიღი 20 სექ 2021, 20:36

ინგლისის ჩემპიონატის მე-5 ტურის ეგიდით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" სტუმრად "ვესტ ჰემი" დაამარცხა - 2:1.

შეხვედრის 95-ე წუთზე "ეშმაკუნების" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ გუნდის გოლკიპერს, დავიდ დე ხეას ანიშნა, თუ სად დაარტყამდა "ჩაქუჩების" კაპიტანი, მარკ ნოუბლი პენალტს.

36 წლის პორტუგალიელი ხელს იმ კუთხისკენ იშვერდა, სადაც "ვესტ ჰემის" ნახევარმცველი დაატყამდა და მართალიც აღმოჩნდა.

დე ხეამ 2016 წლის 23 აპრილის შემდეგ 11-მეტრიანი პირველად მოიგერია, როცა "ევერტონთან" გამართულ მატჩში რომელუ ლუკაკუს აუღო. მას შემდეგ, ესპანელმა კიპერმა ზედიზედ 40 პენალტი გაუშვა.

მშრალზე მშრალი სერია - ვესტ ჰემთან მატჩამდე, როდის მოიგერია დე ხეამ პენალტი ბოლოს და რამდენი გაუშვა?