ავტორიზაცია

პედრიმ ბარსელონაში საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

პედრიმ ბარსელონაში საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 20 სექ 2021, 20:54

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, პედრიმ შესაძლოა კატალონიურ გრანდთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს, იტყობინება Mundo Deportivo.

გავლენიანი ესპანური გამოცემის თანახმად, მხარეები უახლოეს პერიოდში ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს გამართავენ.

ამჟამინდელ კონტრაქტში თანამშრომლობის კიდევ ორი წლით გაგრძელების პუნქტი მოქმედებს, თუმცა "ბარსაში" სურთ, რომ ესპანელმა ახალი სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმოს. ამ გზით "ლურჯ-ბროწეულისფრები" პოტენციური მყიდველების დაფრთხობას გეგმავს.

შეგახსენებთ, 18 წლის ნახევარმცველი "ბარსელონას" ფეხბურთელი 2019 წელს გახდა, მის სანაცვლოდ "ლას პალმასმა" 20 მილიონი ევრო მიიღო.

მიმდინარე სეზონში პედრის ანგარიშზე კატალონიელთა მაისურით ჩატარებული სამი მატჩია.

რა თანხას იხდიდა ბაიერნი პედრის სანაცვლოდ?