რა თანხას იხდიდა ბაიერნი პედრის სანაცვლოდ?
მიუნხენის "ბაიერნი" 2020 წლის ზაფხულში "ბარსელონას" ნიჭიერი ნახევარმცველის, პედრის ხელში ჩაგდებას ცდილობდა.
როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, მიუნხენურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიელთა ანგარიშით 8:2 დამარცხების შემდეგ უმალვე 45 მილიონ ევროიანი წინადადება გააკეთა.
"ლურჯ-ბროწეულისფრებმა" 18 წლის ნახევარმცველის გაშვებაზე უარი განაცხადეს, რომელსაც მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წელს ეწურება, მაგრამ "ბარსას" თანამშრომლობის ორი წლით გაგრძელების შესაძლებლობა აქვს.
შეგახსენებთ, "ბარსელონას" "ლას პალმასისთვის", საიდანაც პედრი დაიმატა, თანხა ბოლომდე ჯერ კიდევ არ გადაუხდია - 12 მილიონი ევროდან 4 მილიონი დასაფარია.