ლიონის პრეზიდენტი პსჟ-სთან მატჩში დანიშნულ პენალტზე: "ეს სრული აბსურდია"
"ლიონის" პრეზიდენტმა, ჟან-მიშელ ოლასმა ლიგა 1-ის მე-6 ტურში "პსჟ"-სთან გამართულ მატჩში ნეიმარზე დანიშნული თამაშის წესის დარღვევის შემდეგ დანიშნულ პენალტზე განცხადება გააკეთა.
მოგეხსენებათ, აღნიშნული დაპირისპირება პარიზელთა გამარჯვებით დასრულდა - 2:1.
"პსჟ"-სთან მატჩში ნაჩვენები თამაშისთვის "ლიონის" ფეხბურთელებით ვამაყობთ. მათთვის უხერხული მეტოქე გავხდით".
"ჩვენს კარში დანიშნული პენალტი აბსურდია. VAR-ი უნდა ჩართულიყო. არასწორი გადაწყვეტილებაა", - ციტირებს ოლასის სიტყვებს Get French Football News.
"პსჟ" ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 6 ტურის შემდეგ 18 ქულით პირველ ადგილს იკავებს. "ლიონს" 8 ქულით მეტი აქვს და მე-10 პოზიციაზეა.