ავტორიზაცია

"შეუძლია თუ არა ჩელსის კაპიტანი გახდეს?", - ტუხელმა ლუკაკუ შეაქო

"შეუძლია თუ არა ჩელსის კაპიტანი გახდეს?", - ტუხელმა ლუკაკუ შეაქო
თარიღი 20 სექ 2021, 22:06

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა განაცხადა, რომ მომავალში თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს შეუძლია გუნდის კაპიტანი გახდეს.

"ლუკაკუ უმაღლესი დონის სპორტსმენია, ვარჯიში უყვარს, ყოველთვის იღიმის, ყველა ტურნირის მოგება უნდა. ეს კარგია. სხვებს მაგალითს აძლევს".

"შეუძლია თუ არა კაპიტანი გახდეს? დიახ, ვფიქრობ, შეუძლია გახდეს. მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ არის, შესანიშნავი კაპიტანი გვყავს. მთავარი ის არის, რომ რომელუ კაპიტანივით იქცევა, ეს კი იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ კაპიტნის სამკლაურის ტარება", - ციტირებს ტუხელის სიტყვებს Sky Sports.

"არისტოკრატთა" მოქმედი კაპიტანი მცველი, სესარ ასპილიკუეტაა.

ლუკაკუ "ჩელსიში" 2021 წლის აგვისტოში გადავიდა "ინტერიდან" მიმდინარე სეზონში 28 წლის ბელგიელმა 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა.