"ლუკაკუ რონალდუზე მეტ გოლს გაიტანს", - ტოტენჰემის ყოფილი ფორვარდი
ლონდონის "ტოტენჰემის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დარენ ბენტმა, კრიშტიანუ რონალდუსა და რომელუ ლუკაკუს დუელის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"ჩელსი მიმდინარე სეზონში გაიტანს ბევრ გოლს, უმეტესობა კი ლუკაკუს ანგარიშზე იქნება. არც რონალდუ მოაკლებს, თუმცა მის გარდა, მანჩესტერს ჰყავს კავანი, ბრუნო და სხვები.
ბელგიელი თავდამსხმელი კი თავის გუნდში მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება. პორტუგალიელ ფორვარდს არც ექნება ყოველი შეხვედრის ჩატარების აუცილებლობა, მაშინ, როდესაც რომს პირიქით.
ცხადია, ყველაფერს გვიჩვენებს სეზონის მიმდინარეობა, თუმცა მე მაინც მიმაჩნია, რომ კრიშტიანუ ლონდონელთა შემტევზე მეტ გოლს ვერ გაიტანს", - განაცხადა ინგლისელმა.
შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედის" ბომბარდირი პრემიერ ლიგაში დაბრუნდა ტურინის "იუვენტუსიდან", "არისტოკრატების" ცხრიანი კი მილანის "ინტერიდან", სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონის სტატუსში.