ავტორიზაცია

ფაქტები: იანგ ბოიზს ჩემპიონთა ლიგაზე თავის ისტორიაში აქვს ორი მოგება და ორივე რონალდუს გუნდთან

ფაქტები: იანგ ბოიზს ჩემპიონთა ლიგაზე თავის ისტორიაში აქვს ორი მოგება და ორივე რონალდუს გუნდთან
თარიღი 16 სექ 2021, 19:05

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ფარგლებში "მანჩესტერ იუნაიტედმა" სტუმრად სენსაციურად "იანგ ბოიზთან" წააგო (1:2).

"წითელ ეშმაკებთან" შეხვედრამდე, ბერნელებს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე თავიანთ ისტორიაში ჰქონდათ სულ რაღაც ერთი მოპოვებული გამარჯვება.

"მანკუნიანელების" მსგავსად, შვეიცარელთა პირველ მოგებაშიც სწორედ კრიშტიანუ რონალდუს გუნდი ფიგურირებს. საუბარია ტურინის "იუვენტუსის" შესახებ, რომელმაც "შავ-ყვითლებთან" 2018-ში წააგო.

2018/2019 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტური, "ბებერი ქალბატონი" "იან ბოიზთან" აგრეთვე 1:2-ს აგებს. როგორც ვხედავთ, პორტუგალიელი ბერნელებისთვის ერთგვარ თილისმად იქცა.