ავტორიზაცია

შეთანხმება ახლოს არის! — ხამეს როდრიგესი მთლიანად ევროპის რადარიდან ქრება

შეთანხმება ახლოს არის! — ხამეს როდრიგესი მთლიანად ევროპის რადარიდან ქრება
თარიღი 20 სექ 2021, 22:15

"ევერტონის" შემტევმა ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა კლუბის დატოვება გადაწყვიტა, იტყობინება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის კოლუმბიელმა გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ რაფაელ ბენიტესთან ურთიერთობა ვერ დაალაგა.

როგორც აღინიშნება, ხამესი ერთ-ერთ ყატარულ კლუბთან, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, მიმდინარე მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზეა და მალე შეთანხმებას მიაღწიეს.

როდრიგესი "ევერტონში" 2020 წლის სექტემბერში გადავიდა, ამ დროის განმავლობაში მან 26 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი გააკეთა.

2021/22 წლების სეზონში "კანფეტების" სამხრეთამერიკელ ფეხბურთელს ერთ ოფიციალურ შეხვედრაშიც კი არ მიუღია მონაწილეობა.