თითქმის ერთი თვე გამარჯვების გარეშე - რონალდ კუმანის გუნდი საშინელ ფორმაშია
რონალდ კუმანის „ბარსელონა“ ძალიან ცუდ ფორმაშია.
ლა ლიგის მე-5 ტურში კატალონიურმა გრანდმა საკუთარ კედლებში „გრანადას“ ვერ მოუგო - დუარტეს მეორე წუთზე გატანილ გოლს „ბარსამ“ 90-ზე არაუხოს გოლით უპასუხა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
ბოლო ოთხ შეხვედრაში რონალდ კუმანის შეგირდებმა ერთადერთი გამარჯვება მოიპოვეს, როცა ლა ლიგის შეხვედრაში „ხეტაფეს“ 2:1 მოუგეს.
ამ ოთხმატჩიან მონაკვეთში ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის გამარჯვებული ამავე ტურნირზე „ბაიერნთან“ 0:3 განადგურდა, იქამდე ფრე 1:1 ეთამაშა ბილბაოს „ატლეტიკს“ და დღეს წარუმატებელ სერიას „გრანადასთან“ ფრეც მიუმატა.
უკანასკნელი გამარჯვება, რომელიც „ბარსელონამ“ მოიპოვა (ხეტაფესთან ხსენებული მატჩი), 29 აგვისტოთია დათარიღებული. ანუ, სექტემბერი დამთავრების პირას არის, კლუბს კი ამ თვეში ჯერ არცერთი მატჩი არ მოუგია.
შემდეგ შეხვედრას „ბარსელონა“ 23 სექტემბერს „კადისის“ წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.