ავტორიზაცია

"თავს უფრო და უფრო დაბლა ხრის და თამაშზე გავლენას ვეღარ ახდენს", - ფრანგული პრესა ლეო მესის კრიტიკას შეუდგა

"თავს უფრო და უფრო დაბლა ხრის და თამაშზე გავლენას ვეღარ ახდენს", - ფრანგული პრესა ლეო მესის კრიტიკას შეუდგა
თარიღი 21 Sep 2021, 09:43

ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Parisien „ლიონთან“ მატჩის შემდეგ „პსჟ-ს“ შემტევს, ლეო მესის აკრიტიკებს.

ფეხბურთელს პარიზულ გუნდში 3 შეხვედრა დაუგროვდა, თუმცა ჯერ თავი ჯერ არც გოლით გამოუჩენია და არც საგოლე გადაცემით.

მეტიც, ბოლო მატჩში მწვრთნელმა ის 76-ე წუთზე შეცვალა, რაზეც არგენტინელმა უკმაყოფილება ღიად გამოთქვა და მწვრთნელს ხელიც არ ჩამოართვა.

„მისი პარიზული ვოიაჟი იმაზე რთული იქნება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მესი მოედანზე ქრება. ის თავს უფრო და უფრო დაბლა ხრის, მოედანზე დასეირნობს და თამაშზე გავლენას ვეღარ ახდენს.“ - წერს გამოცემა Le Parisien.

შეგახსენებთ, რომ მესის ნაცვლად ამ შეხვედრაში მოედანზე აშრაფ ჰაკიმი გამოვიდა.