ავტორიზაცია

VIDEO: ზედიზედ მეორე მატჩში - ყაზაიშვილმა კორეაში კვლავ გაიტანა

თარიღი 21 სექ 2021, 15:23

სამხრეთ კორეის K ლიგის 31-ე ტურში "პოჰანგი" "ულსან ჰიუნდაის" მასპინძლობს და მეორე ტაიმში 0-2 აგებს.

შეხვედრის 49-ე წუთზე ულსან ჰიუნდაის შემადგენლობიდან მეორე გოლი ქართველმა ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა პენალტიდან გაიტანა.

ვაკო ყაზაიშვილისთვის 32-ე მატჩში ეს მე-10 გატანილი ბურთია კორეული გუნდის მაისურით.