ავტორიზაცია

"ფოდენი გრილიშზე 5-ჯერ ძვირი უნდა ღირდეს", - ლიამ გალაჰერი

"ფოდენი გრილიშზე 5-ჯერ ძვირი უნდა ღირდეს", - ლიამ გალაჰერი
თარიღი 21 Sep 2021, 16:58

Oasis-ის ყოფილმა ვოკალისტმა და "მანჩესტერ სიტის" გულშემატკივარმა, ლიამ გალაჰერმა ჯეკ გრილიშის თავის საყვარელ გუნდში ტრანსფერი შეაფასა:

"100 მილიონი ფუნტი სტერლინგი გრილიშის სანაცვლოდ? მაშინ ფოდენი მინიმუმ 500 მილიონი ღირს", - განაცხადა ინგლისელმა მუსიკოსმა სოციალური ქსელის საშუალებით.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელი შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერი "ქალაქელებში" მართლაც 100 მილიონ ფუნტ სტერლინგად გადავიდა, რაც 117 მილიონი ევროს ექვივალენტია.

ბირმინგემის "ასტონ ვილას" ყოფილი კაპიტნის ტრანსფერის გარდა, "ლურჯები" კიდევ ლონდონის "ტოტენჰემის" ლიდერის, ჰარი კეინის გადმობირებაზეც აქტიურად მუშაობდნენ, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.