ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნებამდე, გასულ ზაფხულს რონალდუს აგენტი ესპანურ გუნდს დაუკავშირდა - თანაც, რეალს არა

მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნებამდე, გასულ ზაფხულს რონალდუს აგენტი ესპანურ გუნდს დაუკავშირდა - თანაც, რეალს არა
თარიღი 21 სექ 2021, 22:09

გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს, „მანჩეესტერ იუნაიტედში“ გადასვლამდე, კრიშტიანუ რონალდუს ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნება შეეძლო.

Cadena SER-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი შემტევის აგენტი, ჟორჟე მენდეში მადრიდის „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობას დაუკავშირდა და კითხა, რეალურია თუ არა ტრანსფერის განხორციელებაზე ფიქრი.

თუმცა, „ატლეტიკოს“ ბოსებმა კრიშტიანუს მიმართ სერიოზული ინტერესი არ გამოიჩინეს და ამიტომ, მოლაპარაკებები არ წამოწყებულა.

საბოლოოდ, ყველაზე დიდი ინტერესი ფეხბურთელის მიმართ „მანჩესტერ სიტიმ“ გამოიჩინა და თითქოს, ტრანსფერი რეალურიც იყო, თუმცა ფეხბურთელი „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნდა.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ და „იუვენტუსმა“ კრიროს ტრანსფერი 15 მილიონ ევროდ შეათანხმეს, კიდევ 8 მილიონი კი ტურინული გუნდის ბიუჯეტში სხვადასხვა ბონუსების სახით ჩაირიცხება.

„ემიუში“ დაბრუნების შემდეგ კრიშტიანუმ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 4 გოლი გაიტანა - მანჩესტერელებმა 2 შეხვედრა მოიგეს, ერთში კი დამარცხდნენ.